Logo

“ყველა წავალთ, უსამართლობას ვერ შევეგუებით, სტეფანეს მონა ვერ გავხდები, მე ქრისტეს მონა ვარ”

საზოგადოება
750
Frontnews image description

სალხინოს მამათა მონასტერში, დღეს პირველად, წირვა ხმაურისა და დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს. გუშინ მომხდარი ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ, ამბიონზე მეუფე სტეფანეს მიერ დანიშნული წინამძღვარი ავიდა. განყენებული მამაოები კი, რომლებსაც მიტროპოლიტმა სინანულისთვის ვადა მისცა, პროცესებს დროებით ჩამოშორდნენ. დღეს მათ ვითარების განმუხტვის მიზნით, ეკლესიის კარი გააღეს.

ისინი აცხადებენ, რომ ეტაპობრივად დატოვებენ ეპარქიას. სასულიერი პირები სინანულის თხოვნას ეპისკოპოსისთვის არ აპირებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ცოდვებს ეპისკოპოსი თავად ჩადის. 

"მრევლი, ვინც მირეკავს, გავაფრთხილე, რომ არ მოვიდნენ, მაქსიმალურად მოვერიდოთ, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. წავალ ალბათ აქედან, არ არსებობს ადგილი, სადაც ღმერთს არ ვნახავ. ჩვენ თუ წავალთ, ყველა წავალთ, უსამართლობას ვერ შევეგუებით. სტეფანეს მონა ვერ გავხდები, მე ქრისტეს მონა ვარ", – განაცხადა სალხინოს მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა, მამა დანიელმა. 

"ვის შეუძლია ჩემი უფლებამოსილების შეჩერება. მე ადამიანი ვარ, ღვთის შვილი ვარ და ეკლესიის შვილი ვარ. ეკლესიის სწავლებით მომეცა თავისუფლება და ვინ მიზღუდავს ახლა?"-განაცხადა ბალდის მამათა მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა, მამა ათინოგენემ.

ჭყონდიდის ეპარქიაში თვეებია დაპირისპირებაა.

თაგები:

Advertisement