“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო არ დაზიანდეს და არ გახდეს სანქციების სამიზნე”


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ დასავლელი პარტნიორები გზავნილების გამკაცრებასთან ერთად, შეიძლება, კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ერთობლივ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
„ვისაუბრეთ 15 მაისის აქციის მოსამზადებელ სამუშაოებზე. ბევრ საკითხზე შევჯერდით, მათ შორის როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები, თუ საერთოდ გაგრძელდება და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამისთვის ოპოზიციამ. ასევე, კონკრეტული გეგმები შევიმუშავეთ, რომ კიდევ უფრო სერიოზულად გავაფრთხილოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა გარეშე შეუძლებელი იქნება რაიმე შედეგის მიღწევა.
ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გზავნილების გამკაცრებასთან ერთად, შეიძლება კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ. ვხედავთ, რომ ეს კონკრეტული განცხადებები ნახსენები იყო ევროპარლამენტარების განცხადებაში, საუბარი იყო, რომ შესაძლოა, საქართველოს შეუჩერდეს ფინანსური მაკროეკონომიკური დახმარების მიღება. იგივე საუბრებია ამერიკის კონგრესში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო არ დაზიანდეს და არ გახდეს სანქციების სამიზნე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს