Logo

“ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი ჩხუბი იყოს მთავარი “ივენთი”, ამისთვის თავმჯდომარეა გამზადებული, ახალგაზრდა პუტკუცუნი ბიჭი”

საზოგადოება
844
Frontnews image description

ორი მხარე, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი ჩხუბი იყოს მთავარი "ივენთი" ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

"როგორც კი აზრს დაატან, ოდნავ განსხვავებული ფორმით იტყვი, შენ მიმართ ჩნდება ეჭვი. ეს რა უცნაური სამყაროა, კაცო?!

მელიამ არ ვიცი, გირაო უნდა გადაიხადოს თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ ნიკა მელია ციხეში არ უნდა იჯდეს, ანუ, მე არ ვიცი, ტექნიკურად და სამართლებრივად როგორ გვარდება ეს პრობლემა, მაგრამ მეც ხომ ვიცი და თქვენც ხომ იცით, რომ ეს სამართლებრივი პრობლემა არ არის?!

მე ვიცი, რომ ორი მხარე – "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი ჩხუბი იყოს მთავარი "ივენთი" ამ ქვეყანაში. ამისთვის თავმჯდომარეა გამზადებული, ახალგაზრდა პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ, ყველას შეგვეცოდება და ვერაფერს ვეღარ გავაკეთებთ საერთოდ, ვეღარავის დაველაპარაკებით," – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

თაგები:

Advertisement