ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვია


ავტორი
Front News საქართველო
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთ-ერთი ბავშვია.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანების შეჯახების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ოთხი მოზარდია.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული მოზარდები ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ორი ზრდასრული – ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში.
მათივე ცნობით, სასწრაფო დახმარების ჯგუფ ორი ადამიანი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს