ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 4 630 მ2 მიწის ნაკვეთზე, იჯარა/პრივატიზებასთანდაკავშირებული დადებითი პასუხის გაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისაგან ქრთამის სახით მოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა 10 000 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა