ქუთაისის აეროპორტიდან ნურ-სულთანის მიმართულებით 180 მგზავრი გაფრინდა

ავტორი
Front News საქართველო
რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ ყაზახეთიდან საქართველოში პირველი რეისი შესრულდა.
ნურ-სულთანის აეროპორტიდან თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
მგზავრები აცხადებენ, რომ ყაზახეთში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, თუმცა რჩება შეზღუდვები ფიჭვურ კავშირსა და ინტერნეტზე.
ასევე მოხდა საპირისპირო რეისის შესრულება – ქუთაისის აეროპორტიდან 180 მგზავრი ნურ-სულთანის მიმართულებით გაფრინდა.





