ქუთაისის გუბერნიიის პირველი გუბერნატორის, ესპანელი აკინ ესპეხოს ისტორია


ავტორი
Front News საქართველო
საინფორმაციო სააგენტო Front news_copy International ქუთაისთან დაკავშირებით, ერთ-ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ გიამბობთ. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ 1846 წელს, როდესაც ნიკოლოზ I-ის ბრძანებით, ქუთაისის გუბერნიის ფორმირება დამტკიცდა, პირველი გუბერნატორი წარმოშობით ესპანელი დაინიშნა.
აკინ ესპეხო ქუთაისის გუბერნიის მმართველად 1847-1848 წლებში ითვლება. ის ესპანელი დიდგვაროვანი იყო და კაპიტნის ჩინით, ესპანეთის არმიაში მსახურობდა, შემდეგ რუსეთის ჯარებში გადავიდა. იმპერატორმა ის ჯერ იმერეთის დროებით მმართველად, შემდეგ კი გუბერნატორადაც დანიშნა.
იმ ფაქტს, რომ ესპეხო ნამდვილად ესპანური წარმოშობის იყო, გვიდასტურებს "საქართველოს ეროვნული არქივის" ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორი მერაბ კეზევაძე. ესპეხოს ბიოგრაფიული დეტალების შესახებ Front news_copy International-თან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პროფესორი სულხან კუპრაშვილიც საუბრობს.
"ახალი ნამუშევარი მაქვს ქუთაისის გუბერნატორებისა და გენერალური გუბერნატორების პერიოდზე (ერთ-ერთ საერთაშორისო გამომცემლობაში გავაგზავნე სტატია) და როდესაც აკინ ესპეხოს შესახებ ვნახულობდით, მის პირად საქმეს გუბერნატორებში ვერ მივაკვლიეთ. გაბნეულია, როცა საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ეს საქმეები გაიფანტა. მოვძებნე რუსეთის სახელმწიფო არქივის ვიკიპედიაშიც და ის შესულია რუსულ ბიოგრაფიურ ცნობარში (25 ტომეულში). აღნიშნული 1896-1918 წლებში გამოდიოდა (18-ში როცა რევოლუცია მოხდა, შეწყდა მისი გამოცემა). აქ ცნობილი ხალხი შეჰყავდათ, ვისაც დიდი დამსახურება ჰქონდა რუსეთის წინაშე და აკინიც ერთ-ერთი მათგანი იყო.
ვკითხულობთ, რომ ესპეხო აკინ მიხეილის ძე ესპანეთში, გრანადაში 1792 წელს დაიბადა. ესპანელი დიდგვაროვანი იყო და კაპიტნის ჩინით მსახურობდა ესპანეთის არმიაში. 1818 წელს გადმოვიდა რუსეთში, იბრძოდა რუსეთის ჯარებში. რაც შეეხება ქუთაისის გუბერნიას, 1846 წელს შეიქმნა, გუბერნატორებს იმ პერიოდში რუსეთის იმპერატორი ნიშნავდა. თუმცა, სანამ გუბერნია შეიქმნებოდა, ესპეხო იმერეთის დროებითი მმართველობის ბოლო მეთაური იყო და შემდეგ გადაიყვანეს გუბერნატორად. ნიკოლოზ პირველს უნდოდა კიდევ დაეწინაურებინა, მაგრამ გარდაიცვალა. დაჯილდოვებულია წმ.გიორგის ორდენით, თუმცა ორდენმაც ვერ ჩამოაღწია მანამდე. საინტერესო ისაა, რომ ესპეხო 1847-48 წლებში ითვლება ქუთაისის გუბერნატორად, მაგრამ 1847 წლის 30 ნოემბერს უკვე გარდაიცვალა ქუთაისში. სადაა დასაფლავებული არ ვიცით, ამის შესახებ ცნობა არც არქივშია დაცული. სხვათა შორის, მისი ძმაც, მიხეილ ესპეხოც რუსეთის არმიაში მსახურობდა. აკინი ნაბრძოლია ყირიმში, ოდესაში, თებელდაში, ირანში და ა.შ. მიღებული აქვს მონაწილეობა ძალიან ცნობილ "თურქმენჩაის" ზავის დადებაშიც, ირანის ტახტის მემკვიდრესთან ერთად. ერთი სიტყვით, ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. შემდეგ კონსტანტინე ბელიაევსკმა შეცვალა", – აცხადებს სულხან კუპრაშვილი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს