Logo

ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საზოგადოება
1169
Frontnews image description

ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლების ორმაგ სტანდარტს აპროტესტებენ და "კომენდანტის საათის" გაუქმებას ითხოვენ. 

მათი განცხადებით, ხელისუფლება კომენდანტის საათს მოქალაქეების უფლებების შეზღუდვისთვის იყენებს და აქ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არაფერ შუაშია. 

"ვითხოვთ კომენდანტის სააათის მოხსნას, ვინაიდან ეს არანაირ კავშირში არ არის პანდემიასთან. ხელისუფლება ამ ყველაფერს სათანადოდ იყენებს"-აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.

თაგები:

Advertisement