ქუთაისის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრს ავტომანქანა დაუზიანეს


ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში საკრებულოს დეპუტატს გიორგი გახარიას პარტიიდან “საქართველოსთვის” ელეონორა არჩაიას ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
“ეკლესიაში წირვაზე ვიყავი, გამოსულს კი ავტომობილის მინა ჩამსხვრეული დამხვდა. არ ვიცი, ავტომობილი ვინ დააზიანა, თუმცა “ქართული ოცნებიდან” გიორგი გახარიას გუნდში გადასვლის შემდეგ ზეწოლა დაიწყო”, – განაცხადა არჩაიამ. მისი თქმით, ფიქრობს, რომ საფრთხე მის ბიზნეს საქმიანობასაც ემუქრება.
ადგილზე იმყოფება პოლიცია. ელეონორა არჩაია წინა მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო “ქართული ოცნებიდან”, ახალი მოწვევის საკრებულოში კი პარტია “საქართველოსთვის” სიის პირველი ნომერია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს