ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამნაღმველები მუშაობენ


ავტორი
Front News საქართველო
განგაშია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამნაღმველები და სამართალდამცველები მუშაობენ. შენობიდან მოქალაქეები გამოიყვანეს.
ადვოკატ დალი სულაქველიძის თქმით, პროცესზე იმყოფებოდა, როცა მოსამართლემ სხდომა მოულოდნელად შეწყვიტა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ელექტრონულ ფოსტაზე სასამართლოში შევიდა შეტყობინება, რომ შენობა დანაღმულია.
“მანდატურმა მოსამართლეს რაღაც ჩუმად უთხრა, მოსამართლემ გამოაცხადა, რომ უნდა შევწყვიტოთ სასამართლოს სხდომა და გამოვაცხადო შესვენება. ჩვენთვისაც გაუგებარი იყო. მერე გაირკვა, რომ თურმე ელექტრონულად ფოსტაზე სასამართლოში მოვიდა შეტყობინება, რომ შენობა იყო დანაღმული და ყველას გაუსწორდებოდნენ, ყველას დამხობა ჰქონდათ გადაწყვეტილი. მარტო ჩვენთან კი არა ყველა სასამართლოში მისულა შეტყობინება. ყველა გამოვიქეცით”, – აცხადებს ადვოკატი.
ასევე არსებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, რადგან შევიდა ცნობა, რომ შენობაში ასაფეთქებელია.
თაგები:
ქუთაისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს