ქუთაისში 73 წლის მოხუცი თავდამსხმელებმა სავარაუდოდ, უთოთი აწამეს


ავტორი
Front News საქართველო
73 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, უთოთი აწამეს. შემთხვევა ქუთაისში, რკინიგზის სადგურ "რიონის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელი პირები მამაკაცის სახლში შეიჭრნენ და ფული მოსთხოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცის საწამებლად მათ უთო გამოიყენეს.
მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს