
ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში, პროფესიული სასწავლებლის “იბერიას” ორგანიზებით დრონების მასშტაბური შოუ მოეწყობა, რომელიც “იბერიაში” მოქმედი პროექტის – “დრონების სკოლის” პირველი ეტაპის დახურვას მიეძღვნება.
კოლეჯის ბაზაზე დამზადებული დრონების შოუ 29 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დრონების გამოფენა, ფრენის მასტერკლასი, დრონების გაშვება.
პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
“იბერიაში” მოქმედი პროექტის – “დრონების სკოლის” ფარგლებში სტუდენტები დრონების არქიტექტურას, მის შემადგენელ კომპონენტებს უსაფრთხოების წესებსა და მათ პროგრამირებას გაეცნენ.
გაიარეს მოდულები: დრონის არქიტექტურა; დრონის აღჭურვილობა; ფრენის რეჟიმები; დრონის პროგრამული უზრუნველყოფა.
პროექტში ჩართული იყვნენ ქ. ქუთაისის N6 აფხაზეთის ჟ. შარტავას სახელობის სკოლის მოსწავლეები.
თაგები:
იბერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს