ქუთაისში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა, გაათავისუფლონ


ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა, გაათავისუფლონ.
გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, საქმე ნაფიც მსაჯულებს უნდა განეხილათ, თუმცა სასამართლომ კანდიდატების შერჩევა ვერ უზრუნველყო და თუ მსაჯულების შერჩევა ვერ მოესწრება, ბრალდებული გათავისუფლდება.
მოკლულის ოჯახის წევრები და ადვოკატები მომხდარს სასამართლო სისტემის ჩამოშლილობასა და გაუმართაობას უკავშირებენ. თუ ბრალდებული საპატიმროს დატოვებს, გარდაცვლილის დედა თავის დაწვით იმუქრება.
32 წლის ელისო ჩეჩელაშვილი ქუთაისში, გასული წლის ივნისში მოკლეს. მკვლელობას მის მეზობელს ბ.კ-ს ედავებიან. ახალგაზრდა ქალის ცხედარს სახისა და გულმკერდის არეში 24 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს