ქუთაისში გარდაცვლილი 37 წლის მამაკაცის ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს


ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში, დაუდგენელი დიანოზით გარდაცვლილი 37 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები კლინიკას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი რეფერეალური საავადმყოფოს ეზოში არიან შეკრებილი და პასუხის გაცემას ითხოვენ.
მათი განცხადებით, გარდაცვლილ დავით შერვაშიძეს ცოფი არ ჰქონდა, რაც ლუგარის ლაბორატორიამ რამდენიმე ანალიზით დაადასტურა, მიუხედავად ამისა, მას ცოფის დიაგნოზის მიმართულებით უმკურნალეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.
საავადმყოფოში მედიასთან ამ დროისთვის კომენტარი არ კეთდება და ექსპერტიზის დასრულებას ელოდებიან.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს