Logo

ქუთაისში კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა

Frontnews image description

ქუთაისში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა. 28 წლის ორსულის მდგომარეობა მძიმე იყო და ის კლინიკა ბომონდის კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. 

 

პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა, ის 28-29 კვირის ორსული იყო.

 

სპეციალისტების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები