Logo

ქუთაისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან

საზოგადოება
685
Frontnews image description

ქუთაისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. ქალაქის ცენტრში მოქალაქეებმა შეკრება უკვე დაიწყეს. 

რიონის ხეობის მცველების თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი უკვე ამოიწურა. აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნას, არ აშენდეს გიგანტური ჰესი, კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა, დატოვოს თანამდებობა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

"იმაზე უფრო მასშტაბური იქნება დღევანდელი დღე, ვიდრე 28 თებერვლის აქცია იყო. ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი. გულისხმობს იმას, რომ გაუქმდეს მთავრობის განკარგულება, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის გადაცემას, ასევე შეწყდეს ხელშეკრულება კომპანია "ენკასთან" დადებული. ყველა ეს დოკუმენტაცია ბათიულად იქნას ცნობილი. რაც დაემატა დღევანდელ დღეს მოთხოვნებში, არის ის რომ წინა შეხვედრის შემდეგ, როცა ჩვენმა საზოგადოებამ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას", -განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია ზუსტად 13:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეების ნაწილი გეგმავს, რომ ცენტრალურ მოედანზე ავტომობილები დააყენოს და პროტესტის ნიშნად ღამე ქუთაისში გაათენოს. 

თაგები:

Advertisement