ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ შეკრებილები არიან და ითხოვენ, დაუყოვნებლივ გადადგეს მთავრობა, განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
"პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ღირსებისა და ჩვენი შვილების დასაცავად მოწყობილი აქცია. შეუძლებელია ჩვენ ვცხოვრობდეთ ქვეყანაში, სადაც პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლები დასდევენ არასრულწლოვანებს იმის გამო, რომ ვიღაცას ბერას უნიჭო სიმღერები არ მოსწონს. ჩვენი მოთხოვნებია უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი, ე.წ მისტერ ტრი-ტრი, რომელიც არის ივანიშვილის ვაჟიშვილის ამ დანაშაულის შემსრულებელი, დაინიშნოს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და სასწრაფოდ გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები"-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.
მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს