Logo

ქუთაისში საწვავზე ფასის გაზრდა მორიგი აქციით გააპროტესტეს

საზოგადოება
1242
Frontnews image description

ქუთაისში საწვავზე ფასის გაზრდა მორიგი აქციით გააპროტესტეს. ავტომობილების მფლობელები, ტაქსის მძღოლები და აქტივისტები რკინიგზის სადგურზე შეიკრიბნენ და ავტომსვლელობა მოაწყეს. 

მათ პროტესტის ნიშნად, ავტომობილები ბენზინგასამართ სადგურებზე გააჩერეს და საყვირების ფონზე, საწვავის გაიაფება მოითხოვეს, ხელისუფლებას კი რეაგირებისკენ მოუწოდეს. 

აქციას პოლიტიკური პარტიის წევრებიც შეუერთდნენ. 

საწვავის გაიაფების მოთხოვნით, ქუთაისში აქცია რამდენიმე დღის წინაც გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქციებსა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის გადაკეტვას აანონსებენ.

თაგები:

Advertisement