Logo

ქვახვრელთან, ხელოვნური კუნძულიდან მწყემსების გამოყვანა ვერ ხერხდება

საზოგადოება
1455
Frontnews image description

ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ ე.წ. კუნძულზე დარჩენილი 6 მწყემსი, თხები და საქონელი  ხელოვნური  კუნძულიდან ცუდი  ხილვადობის გამო სამაშველო ჯგუფს ვერ გამოჰყავს.

მწყემსებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კარვებს მიაწვდის, სადაც მათ ღამის გათევა მოუწევთ.

მწყემსების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარმა სოფელ ქვახვრელში ხელოვნური კუნძული შექმნა, სადაც ექვსი მწყემსი და მათი პირუტყვია ჩარჩენილი.

თაგები:

Advertisement