"ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, აქ ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე" - 26 ოქტომბერს საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება.
"26 ოქტომბერს ერთი წელი გახდება, რაც ივანიშვილის პარტიამ პირდაპირ გვითხრა, რომ ის არა თუ ღირსებით აპირებს ევროპისკენ სვლას, არამედ გადაწყვეტილი აქვს ხელისუფლების სამუდამოდ მიტაცება, რათა ჩვენი ქვეყანა კორუმპირებული შემოსავლისა და უსაზღვრო ძალაუფლების რესურსად გადააქციოს ისე, როგორც ეს რუსეთში ხდება. მან მოატყუა საკუთარი ამომრჩეველიც და უარი თქვა, დამორჩილებოდა ხალხის ნებას, დაეთმო ძალაუფლება დემოკრატიული, მრავალპარტიული კოალიციისთვის. მას შემდეგ ის საკუთარ მოქალაქეებს სიცრუით, მოსყიდვით და ძალადობით უპირისპირდება, რადგანაც აღარ დარჩა ლეგიტიმური უფლება, მართოს ეს სახელმწიფო. მისი იმედია, რომ ჩვენ დავიღლებით, შევშინდებით და ბრძოლას შევწყვეტთ.
გასული 318 დღის განმავლობაში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს არ მოხდება, რომ ივანიშვილის დაჯგუფება ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ერთი წლის წინ. მომავალში ის კიდევ უფრო დასუსტდება.
ყველას, ვისაც გაბრაზებთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და ყველას, ვინც იაზრებთ, ნებისყოფით, სიმტკიცით შევძლებთ ამ რეჟიმის დამარცხებას, მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ 26 ოქტომბერს მიტაცებული არჩევნების ერთი წლის თავზე 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და პარლამენტამდე მსვლელობით ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, აქ ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე", - აღნიშნულია პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ჯგუფების, მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის და აქციების დროს დაკავებულთა ოჯახების წევრების ერთობლივ განცხადებაში.
თაგები:
საპროტესტო აქცია-მსვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს