ქვემო ხოდაშენში ხანძარს 39 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემთხვევა
529

ავტორი
Front News საქართველო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 39 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოსვლის შემდეგ უკან შებრუნდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.





