Logo

ქვემო ქართლის პოლიციამ ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი დააკავა

სამართალი
758
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი – 1977 წელს დაბადებული ვ.ვ. დააკავეს. 

 

აღნიშნული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა. 

 

სამართალდამცველებმა ვ.ვ., სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის” ტერიტორიაზე, მსჯავრდებულის სახით დააკავეს.

 

დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

Advertisement