Logo

“ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული, დროა, პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა იხმარონ ამ ჩიხიდან გამოსასვლელად”

საზოგადოება
992
Frontnews image description

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, საქართველო პოლიტიკურ ჩიხშია შესული და ქვეყანას ბევრი გამოწვევა აქვს. 

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია და მას დიდ ყურადღებას უთმობს.

"ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით, ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში. მე უკვე საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში. აქ ახლა ვარ როგორც შარლ მიშელის წარმომადგენელი. ახლა ჩემი როლია დავეხმარო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ქვეყანაში ამჟამად წარიმართება. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, ამ დიალოგის მონაწილე მხარეებს, რომ შეეძლოთ წინ წაწევა და პროგრესის მიღწევა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. როგორც აქამდე ფასილიტაციას უწევდნენ ამ პროცესს ელჩი ჰარცელი და ელჩი დეგნანი, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. 

ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი და დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს. აქ რაც ხდება ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ჩიხშია ქვეყანა შესული. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიურ სიტუაციას. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არის დრო, პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა იხმარონ ამ ჩიხიდან გამოსასვლელად (კომპრომისის სახით). ეს არის პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმე, რომ მათ თვითონ იპოვონ, რა თქმა უნდა ჩვენი დახმარებით გამოსავალი და გაუმკლავდნენ ამ სიტუაციას. ამასთან, ეს არის ხედვა იმისკენ, რომ ჩვენ უფრო გავერთიანდეთ", – განაცხადა დანიელსონმა.

თაგები:

Advertisement