“რა 43%, დაიმახსოვრეთ ეს დღე!”


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით, რა 43 პროცენტი, დაიმახსოვრეთ ეს დღე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„43 პროცენტს არ აქვს არანაირი ლოგიკა. არც სხვა რაიმე პროცენტს გარდა 40%-სა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებაში და ე.წ. ჩამკეტშიც აისახა, რადგან ამაზე დაბალი მხარდაჭერის შემთხვევაში, გამარჯვებული პარტია ვერანაირი კონფიგურაციით მოიპოვებს ხელისუფლებას.
ჟორიკა რურუა ცნობილი კრიმინალია და მისი სახელისა და გვარის ხსენება ამ პროცესების მიმდინარეობისას ოპოზიციის დამოკიდებულებაზე, მათი მხრიდან საზოგადოებაზე წარმოდგენაზე, მოკლედ, მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და სინდისზე მეტყველებს. უნდათ? – იყოს მათი სახე!
მთავარი: „ქართული ოცნება/Georgian Dream არის ყველაზე პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, რომელიც აჩვენებს უპრეცედენტო ხარისხს ამ პასუხისმგებლობისა საკუთარი ქვეყნის, საზოგადოების, ამომრჩევლის წინაშე და მიდის ამ კომპრომისზეც – ხელს აწერს მოდიფიცირებულ დოკუმენტსაც.
ამით ყველაზე რადიკალურ ოპონენტებსაც კი ძებნილი და კრიმინალი სააკაშვილის მონობის რესურსი აბსოლუტურად ეწურებათ – მათ ხელი უნდა მოაწერონ შემოთავაზებულ დოკუმენტს.
ჩვენ კი კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით. რა 43%, დაიმახსოვრეთ ეს დღე!
P. S. უპირველესი საქართველო და ქართული საზოგადოებაა, რომელმაც კარგად იცის, სადაა სიმართლე, ქვეყნის სიყვარული და გულწრფელ პროფესიონალებსაც კარგად არჩევს სხვებისგან!..“, – წერს მამუკა მდინარაძე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს