“რა სამწუხაროა, ამდენი “უნდა“-ს ძახილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში”


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ამერიკელი სენატორებისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას აფასებს.
პაპუაშვილის თქმით, აქედან ჩანს, ჯერ კიდევ რამდენად ცუდად არის გაგებული, თუ რას ნიშნავს დემოკრატია და კანონის უზენაესობა.
„რა სამწუხაროა, ამდენი „უნდა“-ს ძახილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. სწორედ ეს „უნდა-უნდათი“ გატაცება მიუთითებს, თუ ჯერ კიდევ რამდენად ცუდად არის ჩვენთან გაგებული, რას ნიშნავს დემოკრატია და კანონის უზენაესობა. და ეს იმ ფონზე, როცა ISFED-ს, ანგარიშვალდებულების მიმართ სათანადო დამოკიდებულება რომ გამოეჩინა, აქამდე „უნდა“ გაესაჯაროებინა იმ უბნების სია, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებდა, რომ უბნების 8 პროცენტზე იყო მეტობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კრიზისის დასაძლევად აშშ-ის მეტი ჩართულობისთვის სენატორებს წერილით მიმართავენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს