
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული დ.ნ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად ყოფნისას, 1941 წელს დაბადებულ ჯ.დ.-ს და მის მეუღლეს, ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა. დ.ნ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული დ.ნ. ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს