Logo

რაჭაში, სოფელ ღების მთაში ხანძარია

რეგიონები
134
Frontnews image description

რაჭაში, სოფელ ღების მთაში ხანძარია.

ცეცხლი შოდა-კედელაზე მიმავალ გზაზე ტყის მასივს გაუჩნდა.

ადგილობრივების ცნობით, ცეცხლის კერები დასახლებული პუნქტიდანაც ჩანს.

ცნობილია, რომ სოფელში დღეს სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა, თუმცა ვერტმფრენის გარეშე ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება და პროცესი ხვალ დილისთვის დაიგეგმა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

Advertisement