
ავტორი
Front News საქართველო
ორივე ქვეყნის ინტერესში შედის, რომ გაგრძელდეს ორი ქვეყნის დადებითი გამოცდილება საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიც არის მაგალითად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სპეციალიზებული სააგენტოები, - ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ემომალი რაჰმონის თქმით, ტაჯიკეთი კმაყოფილებას გამოხატავს საქართველოსთან თანამშრომლობაზე მიმდინარე საერთაშორისო საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გლობალური დღის წესრიგის წინ წაწევას ისეთ სფეროებში, როგორიც არის წყალი და კლიმატი.
"ჩვენ ხაზი გავუსვით, თუ რამდენად საჭიროა, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა შემსუბუქდეს გარემოზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეფექტი.
უსაფრთხოების სექტორში განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა წინააღმდეგობა არსებულ საფრთხეებზე და დასკვნის სახით, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ შეთანხმებები, რომლებიც მიღწეული იქნა დღევანდელ შეხვედრებზე, ნამდვილად უზრუნველყოფს პერსპექტივას, რომ განვითარდეს ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის.
ტაჯიკეთი ძალიან აფასებს ამ მოლაპარაკებების შედეგებს, რომლებიც გაიმართა კონსტრუქციული და ორმხრივი გაგების გარემოში. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ნამდვილად მისასალმებელია ყველა სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად ჩვენ ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა.
თაგები:
ემომალი რაჰმონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს