Logo

რამაზ საყვარელიძე - ეს იქნება საქართველოს თავდაცვის ერთ-ერთი გარანტი

პოლიტიკა
151
Frontnews image description

თუ მოხერხდა აღმოსავლური ძალების თავმოყრა სატრანზიტო წერტილში საქართველოში, მაშინ ევროპაც და ამერიკაც, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შემდეგ დაიწყო ევროპის ინტერესი ჩვენდამი, ასე გაიზრდება ევროპის ინტერესი საქართველოსადმი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება საქართველოს თავდაცვის ერთ-ერთი გარანტი.

"ჩემთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკა სუფთა ფურცელი არ არის, უკვე დაწყებულია და ამ დაწყების ნაბიჯები გაკეთდა დაახლოებით 2022 წლის პერიოდში, როცა საქართველომ, თითქმის, მალულად დაამყარა სტრატეგიული ურთიერთობა ჩინეთთან. თითქმის მალულად იმიტომ, რომ ჩავიდა პრემიერი ჩინეთში ისე, რომ რაღაც სპორტული ღონისძიება უნდა გაეხსნათ და მოაწერეს ხელი სტრატეგიულ ხელშეკრულებას. იცოდნენ, რომ ეს რთული საკითხია, რთულია ბევრი თვალსაზრისით და ამავე დროს, ბევრი სირთულე დაიწყო სწორედ ჩინეთიდან. ჩინეთმა ძალიან თბილი დამოკიდებულება გამოავლინა ამ პარტნიორობის მიმართ, მას მერე იყო ევროპის მხრიდან შეტევა, ხელისუფლება შეცვალეო და საქართველო ევროპას ამის შემდეგ გაებუტა, აქ თავდაცვითი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ. რატომ გააკეთა ეს ნაბიჯი ევროპამ? მან დაინახა, რომ ჩინეთის ხაზი მოდის აქ სატრანზიტო მიზნით. ჩინეთის ტრანზიტის კონტროლში დაინტერესებული იყო ბევრი მხარე. ჩინეთს ტრანზიტის კონტროლზე ამერიკამაც თითი დაგვიქნია - პომპეოს ვიზიტი გვახსოვს და ამ კონტროლის შეუძლებლობა და ამ კონტროლზე უარი თუკი მიიღო ევროპამ, მერე დაიწყო შეტევა. კონტროლზე უარი და ომში უარი ერთი და იგივე იყო იმიტომ, რომ ომიც გამოიწვევდა ხელისუფლების მოშლას და მერე უკვე კონტროლი შეიძლებოდა. 

რაც შეეხება აღმოსავლურ საკითხს, თუ მოხერხდა აღმოსავლური ძალების თავმოყრა სატრანზიტო წერტილში საქართველოში, მაშინ ევროპაც და ამერიკაც, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შემდეგ დაიწყო ევროპის ინტერესი ჩვენდამი, ასე გაიზრდება ევროპის ინტერესი საქართველოსადმი. ეს იქნება საქართველოს თავდაცვის ერთ-ერთი გარანტი", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები