რატი ბრეგაძე – ზუსტად 11 -ჯერ შემცირდა სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა, აქედან, არც ერთი საჩივარი არ გაგზავნილა საპატიმრო დაწესებულებებიდან


ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. რატი ბრეგაძის თქმით, 2012 წელთან შედარებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრების რაოდენობა ზუსტად 11-ჯერ არის შემცირებული. მათგან არც ერთი საჩივარი პენიტენციურ დაწესებულებებს არ უკავშირდება.
“ზუსტად 11-ჯერ შემცირდა სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა, რაც იმას გულისხმობს, რომ ხალხი ენდობა ქართული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. აქვე მინდა ვთქვა, რომ არც ერთი საჩივარი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არ არის გაგზავნილი, რომელიც უკავშირდება საპატიმრო დაწესებულებებს. დამერწმუნებით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენაზე.
მინისტრის განმარტებით, საქართველოში, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა, რაც გულისხმობს იმას, რომ საკუთარი თავის რესოციალიზაციას გაცილებით მეტი ადამიანი ახერხებს.
რატი ბრეგაძემ წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელზეც ისაუბრა და განმარტა, რომ წინა წლებთან შედარებით, სტატისტიკა 2- ჯერ შემცირდა.
“ხშირად საუბარია სასამართლოზე და აქვე მინდა შევახსენო ყველა იმ ადამიანს რომელიც სასამართლოზე საუბრობს, რომ გამამართლებელი გნაჩენების რაოდენობა გაიზარდა ზუსტად 6-ჯერ. ეს ნიშნავს იმას, რომ 6-ჯერ მეტი ადამიანი იმყოფება დღეს გარეთ და აქვს შესაძლებლობა, რომ მოახდინოს საკუთარი თავის რესოციალიზაცია , იმყოფებოდეს საკუთარ ოჯახში, იზრუნოს ქვეყნის განვითარებაზე და არ იჩაგრებოდეს. ეს რიცხვი გაიზარდა ზუსტად 6-ჯერ 8 წელიწადში. ასევე, ორჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, რაც ბუნებრივია მეტყველებს თავის თავზე“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
თაგები:
რატი ბრეგაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს