Logo

რატი იონათამიშვილი - გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა!

პოლიტიკა
166
Frontnews image description

დღეს 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ  ცვლილებებს კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თან ისე, რომ განხილვის დროს არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ, არც ფრაქციის დროით უსარგებლიათ და არც არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მოუწევთ შშმ პირებს აუხსნან, რატომ არიან იმ ცვლილებების წინააღმდეგი, რომელსაც შშმ პირებისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს.

"დღეს 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ  ცვლილებებს კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რომელიც ვებსაიტების და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება. ეს ცვლილებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თან ისე, რომ განხილვის დროს არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ, არც ფრაქციის დროით უსარგებლიათ და არც არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. 

თუ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, ეს ერთი უბედურებაა და, თუ იცოდნენ და შეგნებულად წავიდნენ წინააღმდეგი, მაშინ “გახარიების” მხრიდან ეს არის შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული აქტი და მათ მოუწევთ შშმ პირებს აუხსნან, რატომ არიან იმ ცვლილებების წინააღმდეგი, რომელსაც შშმ პირებისთვის ესეთი დიდი მნიშვნელობა აქვს”, - წერს იონათამიშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები