Logo

რატი იონათამიშვილი - ცალკეული ქვეყნების სპეცსამსახურები სახელმწიფო მინისტრის რჩევას თუ გაიზიარებენ, მათთვისვე იქნება უკეთესი

პოლიტიკა
46
Frontnews image description

სახელმწიფო მინისტრის მოწოდება არის სამართლიანი. ცალკეული ქვეყნების სპეცსამსახურები რჩევას თუ გაიზიარებენ, მათთვისვე იქნება უკეთესი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, სადაც მდინარაძემ აღნიშნა: „ვთხოვ ევროპის რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ გაცხოველებულ დაზვერვით სამუშაოს, რასაც ჩვენი ქვეყანა არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ გაკეთდება გარკვეული მინიშნებები“.

„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში მუშაობენ ამ ქვეყნის პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანები. რასაკვირველია, მათი ყურადღების ქვეშ მოექცევა ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკებს შეიცავდეს. ამიტომ სახელმწიფო მინისტრის მოწოდება არის სამართლიანი. ცალკეული ქვეყნების სპეცსამსახურები ამ რჩევას თუ მიიღებენ და გაიზიარებენ, მათთვისვე იქნება უკეთესი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილს ასევე კითხვა დაუსვეს გიორგი უძილაურთან დაკავშირებით სუსის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაზე, რომელშიც, სუსის ინფორმაციით, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტებია ასახული.

იონათამიშვილის შეფასებით, „ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება სანდო ადამიანების ხელშია და არცერთი ფაქტი არ დარჩებათ ყურადღების მიღმა“.

„მეორე მხრივ, ვიდრე სასამართლო არ იქნება, არ მიმაჩნია, უპრიანი იყოს კონკრეტული შეფასებების გაკეთება პარლამენტის წევრის მხრიდან, თუმცა ეს არის დანაშაული, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილია ეს მასალები. საზოგადოებისთვის რაც მეტი ინფორმაცია არსებობს, უფრო ნაკლები სივრცე რჩება სპეკულაციებისთვის. ამ საქმეზეც ვნახეთ, არაერთმა როგორ სცადა სპეკულაციები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რასაკვირველია, ამის საშუალებას არავის მივცემთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები