Logo

რატი იონათამიშვილი – მუდმივად იმ სავარძლების გაყოფას ცდილობენ, რომლის მანდატსაც ამომრჩეველი არასდროს აძლევს

პოლიტიკა
21.07.2021 / 18:34
644
Frontnews image description

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კოალიციურ ფორმატში მერობის კანდიდატის წარდგენის საკითხს ეხმაურება.

 

“რაც შეეხება ოპოზიციური ძალების ფსევდოერთობებს, საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი, როგორ მთავრდება ეს ყველაფერი. მთავრდება ოპოზიციის შიგნით განხეთქილებით და ურთიერთდაპირისპირებით. ისინი მუდმივად იმ სავარძლების გაყოფას ცდილობენ, რომლის მანდატსაც ქართველი ამომრჩეველი არასდროს აძლევს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Advertisement