რატომ იყო საიდუმლო უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის ოლქში – ზელენსკის განმარტება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის მზადება კურსკის ოლქში ოპერაციისთვის საიდუმლო უნდა ყოფილიყო პარტნიორებისგან, რადგან რუსული დაზვერვა ყველგან არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას ჰქონდა ინფორმაცია დაზვერვისგან და პარტნიორებისგან აშშ-დან, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან, რომ რუსეთს სუმის რეგიონზე თავდასხმის მცდელობა სურდა.
როგორც ზელენსკიმ განმარტა, რუსეთმა ამის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მან ხარკოვის ოკუპაცია ვერ შეძლო.
პრეზიდენტის თქმით, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკისთან ერთად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება კურსკის ოლქში ოპერაციის შესახებ.
“ჩვენ გადავწყვიტეთ: დიახ, ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ. და არავინ უნდა იცოდეს (ოპერაციის შესახებ). ეს იმიტომ კი არ არის, რომ ჩვენ ვინმეს პატივს არ ვცემთ – არა, ეს არ ეხება ამას. რუსეთი ყველგან არის თავისი დაზვერვით, ყველგან. სწორედ ამიტომ მოგვიწია ამ ინფორმაციის გამოყენება ძალიან ფრთხილად, ძალიან კონფიდენციალურად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შედეგად, უკრაინამ წარმატებით ჩაატარა კურსკის ოპერაცია, ამიტომ შესაძლებელი გახდა სუმის რეგიონის დაცვა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს