Logo

“რატომ მომატყუა ასე მწარედ და რატომ დამაპირისპირა ჩემს შვილთან 2012 წელს? კინაღამ დავკარგეთ ერთმანეთი”

საზოგადოება
480
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა ანოზორ მელია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. 

"რატომ მომატყუა ასე მწარედ და რატომ დამაპირისპირა ჩემს შვილთან 2012 წელს? კინაღამ დავკარგეთ ერთმანეთი. ეს არ მიპატიებია ჩემი თავისთვის და ბატონ ბიძინას არ ვაპატიებ მთელი ცხოვრება. ძალიან მალევე, სადღაც 6 თვეში მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. მე მეგონა, რომ "ნაციონალების" კეთილ საქმეებს გააგრძელებდნენ ესენი და ამათ პირიქით, ცუდი წამოწიეს წინ", – განაცხადა მელიამ.

ანზორ მელია შვილის დაკავების დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ყველაზე მძიმე დღე იყო მისთვის. მისივე თქმით, ისინი, ვინც ნიკას განაჩენი გამოუტანა, აუცილებლად დაისჯებიან. 

"პირველ რიგში, მინდა ჩემი საქართველო იყოს გაბრწყინებული. ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემთვის, ნიკას აყვანა რომ მიმდინარეობდა. ნიკაზე იმდენად არ ვნერვიულობდი, ვნერვიულობდი იმ ხალხზე, ვინც იქ იყო, რომ არ დასახიჩრდნენ, არ დაიხოცნონ, თორემ ნიკა მთელი ცხოვრება თავის თავს ვერ აპატიებსთქო. ყველაზე ბედნიერი ვიყავი როცა ჩასვეს და გავიგე, რომ მსხვერპლი არ იყო. მე მიყვარს მთელი საქართველო. იცით როგორ?- თავსაც დავდებ ახლა, არ მეშინია.  ამათ რომ ვლანძღავ ახლა, ყველა მეუბნება გაჩერდი. მე პატიოსნად ვმუშაობ, ნახონ. თუ რამეს დამიშავებენ იქაც ავიმაღლებ ხმას და არ  გავჩერდები, მაგრამ როდესაც შვილს უკანონოდ მიპატიმრებენ და იარლიყებს აწეპებენ, შეუძლებელია გაჩუმდე, ამ დროს ყოველთვის მამაჩემის ხმა ჩამესმის ყურში: არასოდეს ანზორ, როცა ბოროტებას გაგიკეთებენ, ბოროტებით არავის არ უპასუხოთ, სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი თვითონ იმას დასჯის, აი თავად ნახავთო. რამდენჯერ დავრწმუნდი მართლაც ამ სიმართლეში, ისჯებიან ის ხალხი. ნახეთ, ნიკას დამსჯელები როგორ დაისჯებიან", – აცხადებს ანზორ მელია.

თაგები:

Advertisement