“რაც ეს ამბავი გავიგე, შოკში ვარ, გოგი და ძალადობა? ეს არის აბსურდი!”

ავტორი
Front News საქართველო
გოგი წულაიას დაკავების ფაქტს მისი თანაპარტიელი და მეგობარი ვეფხია მიქაუტაძე ეხმიანება. მიქაუტაძის თქმით, წულაიას წლებია, იცნობს და გამორიცხულია მსგავსი რამ ჩაედინა.
მისივე თქმით, წულაია აქტიური პოლიტიკოსი იყო და მისი პროტესტი სხვადასხვა საკითხზე ხელისუფლებას არ მოსწონდა.
მიქაუტაძე ოპოზიციონერის დაკავებას ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროვოკაციად მიიჩნევს.
"ჩვენ პარტიის დაფუძნებამდეც ერთად ვიყავით ეროვნულ საბჭოში, წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ და ძალადობა მისი მხრიდან, მით უმეტეს ქალის მიმართ, გამორიცხულია. მე ყოველთვის მომწონდა გოგის მიდგომა ოფისში, თანამშრომლების მიმართ. გოგის არასდროს მიუმართავს თანამშრომლებისთვის ცოტათი მაღალი ტონითაც კი. რაც ეს ამბავი გავიგე, შოკში ვარ. გოგი და ძალადობა? ეს არის აბსურდი! მერე რა რომ ბინაში იყო ასული? ჩვენ გვყავს მეგობრები, ახლობლები, მათ შორის ქალები, მერე რა? ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იყო მოწყობილი გოგის მიმართ, პროვოკაცია და მეტი არაფერი. მისი დაკავება მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. სულ აქტიურობდა, ახლა საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც ჰქონდა გარკვეული აქციები დაანონსებული (21_ში). სჯობდა სხვა რამე დაებრალებინათ, ვიდრე ქალზე ძალადობა, რაც აბსურდია. ვერასდროს დავიჯერებ, რომ გოგი წულაიამ იძალადა. რაც შეეხება იმ ქალბატონს, მე მას ვიცნობ, დევნილია, ადრე არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა. რა მოხდა, ვინ რა მოიმოქმედა, არ ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ვერ დავიჯერებ, დააბრალეს!"- განაცხადა ვეფხია მიქაუტაძემ.
გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


