Logo

“რაც უფრო მეტად გაწელავენ რეზინას, მით მეტად მაგრად მოხვდებათ ცხვირში, მოეგონ გონს და ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები”

საზოგადოება
1003
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების წინაშე უპასუხისმგელობაზე საუბრობს. 

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას ნებისმიერი მეთოდით ცდილობს, რაც ძვირად დაუჯდება. 

"მოსახლეობის უმრავლესობის ნება უგულებელყოფილია. ხალხმა უმრავლესობით თქვა ერთი რაღაცა და "ქართული ოცნება" აკეთებს მეორეს. ხალხმა ბიძინა ივანიშვილს უთხრა, წადი ოპოზიციაში, ივანიშვილი კი ამბობს, ფეხებზე მკიდია თქვენი აზრი, მე მინდა რომ დავრჩე ხელისუფლებაში და დავრჩები ნებისმიერ ფასად. ამიტომ, ჩვენ ვინც თავს ვდებთ, რომ პატიოსანი ადამიანები ვართ და პატივს ვცემთ ჩვენი მოსახლეობის აზრს, არ გვაქვს უფლება ერთი მხრივ გაყალბებული არჩევნების შედეგები დავაკანონოთ, ე.ი კრიმინალის მონაწილეები გავხდეთ, ეს სამართლებრივი თვალსაზრისით და მეორე მხრივ, არ გვაქვს მორალური და პოლიტიკური უფლება ჩვენი მოსახლეობის წინაშე, მათ ვუღალატოთ და ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნა გავუფორმოთ, რაც მას არ ეკუთვნის. ის, რომ ისინი ნებისმიერი მეთოდით აჯანლებენ ხელისუფლებაში ყოფნას, იმას კი არ ნიშნავს რომ გამარჯვებულები იქნებიან საბოლოო ჯამში, რაც უფრო მეტად გაწელავენ რეზინას, მეტად დაძაბავენ ვითარებას, გამოავლენენ უპასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, მით მეტად მაგრად მოხვდებათ ცხვირში. ამით დამთავრდება. მოეგონ გონს და ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები", – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

თაგები:

Advertisement