Logo

რაულ ჩილაჩავა – ძნელია იმის თქმა, რომ უკრაინას შეეძლო ამ ომის თავიდან აცილება, ამას ვერავინ აიცილებდა თავიდან

საზოგადოება
498
Frontnews image description

ძნელია იმის თქმა, რომ უკრაინას შეეძლო ამ ომის თავიდან აცილება, ამას ვერავინ  აიცილებდა თავიდან,  – ამის შესახებ უკრაინის ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, უკრაინის ყოფილმა ელჩმა ლატვიაში რაულ ჩილაჩავამ განაცხადა.  

 

მისი თქით,  ომის დაწყების წინა დღით მან დაამთავრა გურამ ოდიშარიას მოთხრობის „ლტოლვილთა უღელტეხილის“ თარგმნა, მეორე დღეს კი თავად მოუწია ოჯახთან და უამრავ ადამიანთან ერთად ლტოლვილად ქცევა.  

 

“ეს ომის არ დაწყებულა 24 თებერვალს, ის არ დაწყებულა თუნდაც ამ საუკუნებში, ეს არის განუწყვეტელი ჯაჭვი წინააღმდეგეობებისა უკრაინასა და რუსეთს შორის, მაგრამ ეს ბოლო ეტაპი დაიწყო მეორე მაიდნის დროს, 2014 წლის თებერვალში, 8 წელიწადია ეს ომი გრძელდება. შედარებით ლოკალური ომი იყო და მარტო დონბასის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, მაგრამ ჩვენ ვგრძნობდით ამ ომის სუნთქვას. 

 

ძნელია იმის თქმა, რომ უკრაინას შეეძლო ამ ომის თავიდან აცილება, ეს ომი ჩაშვებული იყო, როგორც პროგრამა, როგორც იდეა დიდი ხნის წინათ, ამას ვერავინ ვერ აიცილებდა თავიდან,  სამწუხაროდ, 24 თებერვალს ეს მოხდა. 

 

სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, რომ პუტინი ასე პირდაპირ კიევისკენ წამოვიდოდა, რომელიც მას ჰგონია  სამი მოძმე ერის  დედა და რუსული კულტურის სამშობლო. ვერ წარმომედგინა, რომ  კიევი  გახდებოდა რუსული რაკეტების,  რუსული თვითმფრინავების, რუსული ტანკების სამიზნე, ამიტომ ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი შოკი.

 

იმ საღამოს დავამთავრე გურამ ოდიშარიას მოთხრობის „ლტოლვილთა უღელტეხილის“ თარგმნა უკრაინულად, რა ვიცოდი, თუ მეორე დღეს მე იგივე გზის გავლა მომიწევდა და მეც დევნილი გავხდებოდი“, – განაცხადა რაულ ჩილაჩავამ „მთავარი არხის“ ეთერში. 

 

მისი თქმით,  ის უკრაინიდან  ოჯახთან ერთად  პოლონეთში გადავიდა,  რამდენიმე დღეში კი საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

 

რაულ ჩილაჩავას თქმით, მისი ერთი ვაჟი ახლა უკრაინაში იმყოფება, სადაც ტერიტორიულ თავდაცვაში ჩაეწერა.

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები