Logo

“რაზეც განსაკუთრებით გავცოფდი, არის ის, რომ მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება, სადაც ამ ქვეყნის მომავალი ეწერა”

საზოგადოება
858
Frontnews image description

ვადამდელი არჩევნები რომ დაეთმო ოპოზიციას, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული და რურუას დაუყოვნებელი გამოშვების საკითხი „ქართულ ოცნებას“, კომპრომისი და შეთანხმება შედგებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, კომპრომისი აბსოლუტურად შესაძლებელი იყო, თუ ორივე მხარე დაიხევდა უკან.

"რაზეც განსაკუთრებით გავცოფდი და გული მწყდება, არის ის, რომ გუშინ ხელი ჰკრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება, სადაც საარჩევნო რეფორმასთან ერთად, მართლმსაჯულების რეფორმა ანუ ამ ქვეყნის მომავალი ეწერა, მაგრამ ვიღაცებისთვის, როგორც ჩანს, კონკრეტული პარტიული დღის წესრიგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მართლმსაჯულების რეფორმა ან კონკრეტულ პატიმრებზე ლაპარაკი ურჩევნიათ, თითქოს ხელისუფლებას არ რჩება ბერკეტი, რომ მერე კიდევ სხვა დააპატიმროს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

თაგები:

Advertisement