Logo

“რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე”

საზოგადოება
545
Frontnews image description

საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი სულ ორი-სამი შემთხვევაა. ​რაც შეეხება ზოგადად რეინფიცირების შემთხვევებს, ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში ასეთი 10-15 შემთხვევა გამოვლინდა.

"რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე. ზუსტად არ ვიცი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იცის, მაგრამ 10-15 შემთხვევაზე მეტი არ არის და ეს ძალიან ცოტაა. ეს ერთ-ერთი არგუმენტია იმისი, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ბრიტანული შტამისგანაც, რადგან ნახევარზე მეტი ჩვენთან სწორედ ბრიტანული შტამია და რეინფიცირების სულ 10-15 შემთხვევაა. რაც შეეხება ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირების სტატისტიკას, ასეთი შემთხვევები არის. ეს მე არ შემისწავლია, მაგრამ რაც ვიცი, არის რამდენიმე, ორი თუ სამი შემთხვევა სულ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თაგები:

Advertisement