
ავტორი
Front News საქართველო
პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო 22 დეკემბერიდან პირველი იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ მ. კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება თავისუფალი იქნება.
სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები N33, N31 და მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებენ თბილისის საკონცერტო დარბაზთან, რომლის შემდეგაც, სვლას მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით განაგრძობენ და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტი უცვლელი იქნება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს