Logo

"ისეთი რაღაცებია გაკეთებული გელათის შემთხვევაში, რომ ფაქტობრივად, წარმოების პროცესში საველე დოკუმენტი არაა შექმნილი"

საზოგადოება
121
Frontnews image description

ისეთი რაღაცებია გაკეთებული გელათის შემთხვევაში, რომ ფაქტობრივად, წარმოების პროცესში საველე დოკუმენტი არაა შექმნილი, სად რა დოზით რა არის ჩასხმული, ჰიდროსაიზოლაციო რა ფენებია გამოყენებული ისიც არ იცის ქვეყანამ და დროებითი გადახურვაც კურიოზულია, სატირალი რომ არ იყოს, - ამის შესახებ რესტავრატორმა გოგა თუმისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკა არ აქვს შექმნილი სარესტავრაციო-საკონსერვაციო ძეგლებთან დაკავშირებით.

"გელათის შემთხვევაში ცოტა კურიოზული ვითარებაა, განსაკუთრებით მეორე კრამიტის დამზადებასთან და მის დაგებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ საექსპერტო დასკვნამ დაასკვნა, რომ ეს კრამიტი არ იყო გარე სამუშაოებისთვის განკუთვნილი და სახურავზე გადასახურად არ იყო გამოსაყენებელი. ვგულისხმობ იმ თეთრ კრამიტს, რომელიც უპირველესად დაიმსხვრა და ჩვენ მივხვდით, რომ გელათის გადახურვასთან იყო პრობლემა. 

ეს ცოდნა არის გასაფრთხილებელი, გადასაცემი მომავალ თაობაზე. თუ არა და აქვს მსოფლიოს რაღაც გამოცდილება და შეგვიძლია გამოვიყენოთ, კომუნიკაცია უნდა გვქონდეს ცივილიზებულ სამყაროსთან, თუ როგორ უვლიან ისინი თავიანთ ძეგლებს, როგორ ინარჩუნებენ, როგორ ხურავენ და ასევე, ის სამუშაოები, რომელიც ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვაქვს. 

საფორტიფიკაციო ძეგლები ზოგადად პრობლემაა, მასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკა, ფაქტობრივად, არ აქვს და თუ აქვს, ჩამონაშალის აღდგენა და აწყობის პროცესის დონეზე აქვთ. გრძელვადიან პროცესში, თუ რა დატვირთვა  ექნება და როგორ შენარჩუნდება, ესაა მნიშვნელოვანი. 

ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკა, რა თქმა უნდა, მესმის, რომ კონსერვაცია ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მაგალითად, ევროპაში მინახავს ძეგლები, რომლებიც ერთი კათედრალის ტიპის მხოლოდ ერთი კედელია შემორჩენილი და მინაშია მოქცეული, რომ ვიკითხეთ, რა ჯდება-თქო, ძალიან ძვირიაო, ეს ყველაფერი გვესმის.

სამწუხაროდ, ძეგლთა დაცვის სისტემამ აირჩია ძეგლების თუნუქიზაცია, ეს მარტივი გამოსავალი ნახეს. ეს იყო საბჭოთა მეთოდი. ისეთი რაღაცებია გაკეთებული გელათის შემთხვევაში, რომ ფაქტობრივად, წარმოების პროცესში საველე დოკუმენტი არაა შექმნილი, სად რა დოზით რა არის ჩასხმული, ჰიდროსაიზოლაციო რა ფენებია გამოყენებული ისიც არ იცის ქვეყანამ და დროებითი გადახურვაც კურიოზულია, სატირალი რომ არ იყოს", - განაცხადა გოგა თუმისაშვილმა.

თაგები:

გელათი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები