Logo

Reuters - აშშ-ის მიერ ევროპელი მოკავშირეებისთვის და შესაბამისად უკრაინისთვის, იარაღის მიწოდება სავარაუდოდ, შეფერხდება

უკრაინა
237
Frontnews image description

აშშ-დან ევროპის ქვეყნებში ადრე ხელმოწერილი კონტრაქტებით შეიარაღების მიწოდება, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო შეფერხდება. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ამის შესახებ უკვე აცნობეს ევროპელ კოლეგებს, - წერს Reuters.

სააგენტოს წყაროების ცნობით, შეფერხებები ეხება წინასწარ ხელმოწერილ და გადახდილ კონტრაქტებს. საუბარია რამდენიმე სახელმწიფოზე, რომლებიც კონტინენტზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ. ყველაზე დიდ შეშფოთებას ბალტიის რეგიონსა და სკანდინავიაში გამოხატავენ. ამ ქვეყნებს რუსეთთან საერთო საზღვარი აქვთ და მათთვის იარაღის მიწოდება უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ევროპასაც უწევს იარაღის გაზიარება უკრაინასთან, ამიტომ შეფერხება უარყოფითად იმოქმედებს ყველაზე.

წყაროების ცნობით, იარაღის მიწოდების შეფერხებები გავლენას მოახდენს სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალაზე, მათ შორის ისეთებზე, რომელთა გამოყენება შესაძლებელია როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი მიზნებისთვის. 

აშშ-მა უკვე აცნობა თავის მოკავშირეებს შეფერხებების შესახებ.

აშშ-ის არსენალი უსაზღვრო არ არის და ირანის წინააღმდეგ ომი, რომელიც 28 თებერვალს მასიური საჰაერო დარტყმებით დაიწყო, "ბოლო წვეთი“ იყო. თუმცა, პრობლემები გაცილებით ადრე დაიწყო.

ამერიკული რეზერვები თანდათან მცირდებოდა: 2022 წლიდან – უკრაინისთვის რუსული აგრესიის მოგერიებაში დახმარების გამო; 2023 წლის ბოლოდან – ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო მხარდაჭერის გამო; 2026 წლის დასაწყისიდან – თეირანთან პირდაპირი დაპირისპირების გამო.

განსაკუთრებით დეფიციტია საჰაერო თავდაცვის სისტემების სეგმენტში. თეირანმა ასობით რაკეტა და დრონი გაუშვა სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით, ხოლო აშშ მასობრივად იყენებს PAC-3 Patriot-ის რაკეტებს მათ ჩასაჭრელად. ეს სწორედ ის ჩამჭრელი სისტემებია, რომლებიც კრიტიკულად სჭირდება უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან თავის დასაცავად და ევროპულ ქვეყნებს რუსეთის შესაკავებლად.

ევროპის დედაქალაქებში იმედგაცრუება იზრდება და ოფიციალური პირები ჩივიან, რომ შეფერხებები მათ რთულ მდგომარეობაში აყენებს. ზოგიერთი უკვე მოუწოდებს მხოლოდ ევროპული წარმოების იარაღის გამოყენებაზე გადასვლისკენ.

წლების განმავლობაში აშშ ზეწოლას ახდენდა თავის ნატოელ პარტნიორებზე, რათა შეეძინათ ექსკლუზიურად ამერიკული წარმოების იარაღი. ახლა ვაშინგტონი ვერ ასრულებს საკუთარ დაპირებებს.

თეთრ სახლში ოფიციალური პირები ევროპას პასიურობაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ იარაღი ახლო აღმოსავლეთში საჭიროა, რადგან ევროპელები არ ეხმარებიან აშშ-სა და ისრაელს ჰორმუზის სრუტის გახსნაში.

აშშ-ს იარაღის მიწოდების კრიზისის ფონზე, ევროპამ გადაწყვიტა, ყურადღება გამახვილდეს საჭირო საბრძოლო მასალის შიდა წარმოებაზე, მათ შორის უკრაინის დასახმარებლად. ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსული თავდასხმების ინტენსივობის ფონზე იძულებულია, საბრძოლო მასალა დაზოგოს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები