რეზნიკოვი – 80 დღის განმავლობაში უკრაინაში რუსული ბატალიონის 17 ტაქტიკური ჯგუფი სრულად განადგურებულია


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დღიდან, რუსულმა არმიამ უკრაინაში დაკარგა ბატალიონის 17 ტაქტიკური ჯგუფი სრულად, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს არ შეუძლია შეტევითი ბრძოლების ჩატარება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე.
“რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან 80 დღეზე მეტი გავიდა. ამ პერიოდში უკრაინელმა დამცველებმა დაამტკიცეს, რომ რუსეთს არ შეუძლია წარმატებული შეტევითი სამხედრო ოპერაციების ჩატარება ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებით. ჩვენი შეფასებით, 17 რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი 80 დღეში მთლიანად განადგურდა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
თაგები:
ალექსეი რეზნიკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს