რეზნიკოვი – ან მსოფლიოს არ ესმის რა ხდება, ან მშვენივრად ესმის, მაგრამ დაიღალა და მზადაა, შეეგუოს იმას, რომ უკრაინელები ყოველდღე კვდებიან


ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის ომისადმი ინტერესის დაკარგვა საომარი მოქმედებებიდან 3 თვის შემდეგ დაიწყეს, ეს გამოიხატება იარაღის მიწოდების სისწრაფეში, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვმა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.
”ან მსოფლიოს არ ესმის, რა ხდება, ან მშვენივრად ესმის, მაგრამ დაიღალა და მზადაა, შეეგუოს იმას, რომ უკრაინელები ყოველდღე კვდებიან. სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება, რადგან ყოველი დღე უკრაინელების სისხლით იზომება”, – განაცხადა რეზნიკოვმა.
რეზნიკოვის თქმით, მას ესმის, რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმაც უნდა იზრუნონ საკუთარი ქვეყნების გაუმჯობესებასა და საშინაო პრობლემებზე, მაგრამ ამავე დროს, მათ უნდა იფიქრონ უკრაინაში ომის შედეგებზე.
“დასავლეთის ბიუროკრატია და პრაგმატიზმი გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე დასავლური ღირებულებები“, – განაცხადა მინისტრმა.
თაგები:
ალექსეი რეზნიკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს