რეზნიკოვი – ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ტრაგედიები, თუ მეტ იარაღს მივიღებთ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს ასეთი ტრაგედიები, როგორიც დღეს ხერსონში მოხდა, თუ მეტი იარაღი მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი “ტვიტერზე” წერს.
მისი თქმით, რუსების მიერ ხერსონის დღევანდელი ბარბაროსული დაბომბვა არა მხოლოდ ომის დანაშაულია, არამედ შურისძიების მცდელობაა ქალაქის მცხოვრებლებზე, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპაციას და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ხერსონი უკრაინაა.
“უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს მსგავსი ტრაგედიები, თუ მას ექნება მეტი იარაღი, მეტი არტილერია და მეტი შორი მოქმედების საბრძოლო მასალა. ამგვარად, რუსი მკვლელები დაისჯებიან და განიდევნებიან უკრაინიდან”, – წერს რეზნიკოვი.
24 დეკემბრის დილით რუსებმა მასიური დარტყმა მიაყენეს ხერსონს. შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი, 58 კი დაშავდა, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.
თაგები:
ალექსეი რეზნიკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს