რეზნიკოვი – ომის დასრულება მიმდინარე წელს არის შესაძლებელი


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება 2022 წელს არის შესაძლებელი, მოსკოვი უკრაინელებმა უნდა გააჩერონ, რომ სხვა ქვეყნებში არ შეიჭრას, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
“რუსეთი აგრძელებს ძალისხმევას მთელი ჩვენი სახელმწიფოს ოკუპაციისთვის. ჯერ კიდევ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩემი ოპტიმისტური პროგნოზებია, რომ ეს ნამდვილად შეიძლება გაკეთდეს წელს”, – განაცხადა რეზნიკოვმა GLOBSEC-2022 უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე.
მისი თქმით, კრემლის ხელისუფლება “ყველა რუსული მიწების” შეგროვებაზე ოცნებობს.
“შემდეგი იქნება პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვები. ამიტომ, ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი და შევიკავოთ იგი მომავალში“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისივე თქმით, რუსი სამხედროები არა რეგულარული ცივილიზებული არმია, არამედ მკვლელები, მძარცველები და მოძალადეები არიან.
თაგები:
ალექსეი რეზნიკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს