რეზნიკოვი – პოლონეთის მიერ გადმოცემული PT-91 Twardy ტიპის ტანკების რაოდენობას მტერი ბრძოლის ველზე გაიგებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ადასტურებს, რომ პოლონური PT-91 ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია.
“PT-91 Twardy-ის ტიპის ტანკები პოლონეთიდან – უკვე უკრაინაშია. მადლობა ჩვენს მეგობრებს”, – წერს ერმაკი.
თავის მხრივ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ პოლონეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ტანკების რაოდენობას მტერი ბრძოლის ველზე გაიგებს.
PT-91 Twardy პოლონეთის არმიის მთავარი საბრძოლო ტანკია. ის 1990-იან წლებში შეიქმნა და არის საბჭოთა წარმოების ტანკის, T-72-ის მოდიფიკაცია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს