რეზნიკოვი – ყირიმს უბრძოლველად ავიღებთ

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის გათავისუფლება ბრძოლის გარეშე.
როგორც The Atlantic-ის სტატიაშია აღნიშნული, ყველას ესმის, რომ ყირიმს საკმაოდ სტრატეგიული ღირებულება აქვს. ნახევარკუნძულზე უკრაინის სამხედრო ტყვეებისთვის ციხეები გამოჩნდა. იგი ასევე გამოიყენება მოპარული უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის.
“ყირიმს უბრძოლველად ავიღებთ”, – განუცხადა რეზნიკოვმა გამოცემას.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციისა და ყირიმის დამაკავშირებელ ხიდზე, ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და სატრანსპორტო კვანძებზე აფეთქებების შემდეგ, ოკუპაციის დროს იქ მცხოვრებმა რუსების დიდმა ნაწილმა ნახევარკუნძულის დატოვება დაიწყო.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


