რეზნიკოვი – უკრაინა ღიაა ნებისმიერი სადამკვირვებლო მისიისთვის


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი “ბინბძური ბომბის” შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბრალდებებთან დაკავშირებით უცხოელ კოლეგებს ესაუბრა.
“ვესაუბრე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს – სებასტიან ლეკორნს, თურქეთის – ჰულუსი აკარს და ბრიტანეთის – ბენ უოლასს. კოლეგებმა მაცნობეს რუსეთის თავდაცვის მინისტრთან მოლაპარაკების შესახებ. ყველა ყალბ ბრალდებას ვუპასუხე. ეს არის რუსეთის ბირთვული შანტაჟი. მინდა გავიმეორო: უკრაინა ღიაა ნებისმიერი სადამკვირვებლო მისიისთვის“, – წერს რეზნიკოვი “ტვიტერზე”.
23 ოქტომბერს შოიგუმ სატელეფონო საუბრები გამართა კოლეგებთან საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან და “ბინძური ბომბის” გამოყენებით უკრაინის მიერ “პროვოკაციების” სავარაუდო მომზადების შესახებ ისაუბრა.
შოიგუმ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ვერ დაარწმუნა – მათ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, უარყოფენ რუსეთის ცხადად ცრუ ბრალდებებს.
ISW-ის ცნობით, “ბინძურ ბომბზე” საუბრით რუსეთის თავდაცვის მინისტრი ცდილობს შეანელოს ან საერთოდ შეაჩეროს დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინაში, ასევე დაასუსტოს ნატო.
თაგები:
ალექსეი რეზნიკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს